ჩვენი შვილობილები

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,   პაციენტის ისტორიაში შემდეგი ჩანაწერი გაკეთდა: "იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, დაავადების მორეციდივე ფორმა", რის გამოც გიორგის პერიოდულად თრომბოციტები უვარდება და ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტის - იმუნოგლობულინის გადასხმა, ეს მდგომარეობა უკვე მეოთხე წელია გრძელდება, გიორგის ესაჭიროება სრულყოფილი და სიღრმისეული კვლევა საზღვარგარეთ, ამ ეტაპზე სტამბულის კლინიკაში იგეგმება პაციენტის გადაყვანა, კვლევის შემდეგ გვეცოდინება მომდევნო ეტაპზე რა სახის ჩარევა გახდება საჭირო.
ბეჭდვა