ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ოქროსფერი სექტემბერი - ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

სექტემბერი  ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა - კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთო ძალებით გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა და ჩავერთოთ საერთაშორისო კამპანიაში ონკო პაციენტი ბავშვების დასახმარებლად.

ეს კამპანია 1990 წლიდან იღებს სათავეს და მასში ჩართული ორგანიზაციები, მოქალაქეები გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას პაციენტების, მათი ოჯახის წევრების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ სიმბოლურად ყვითელი ფერის ლენტებით დაავადების წინააღმდეგ გაბედული ბრძოლისთვის.

 დღეს, მსოფლიოში ეკონომიკისა და სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად კიბოთი დაავადებული ბავშვების გადარჩენის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა, ბავშვთა სიმსივნეებთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, სწორედ ამ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიღწევებსა და გამარჯვების ისტორიებზე ყურადღების კონცენტრაციისთვის მსოფლიო სექტემბრის თვეს მთლიანად ბავშვთა ონკოლოგიურ მიმართულებას უთმობს.

საქართველოში, დღეისათვის, უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბავშვთა კიბოს სწორი და გონივრული მკურნალობისთვის, ცალსახად აღსანიშნავია ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც ონკო პაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას უკვე სრულად უზრუნველყოფს და პარალელურად საქართველოში ძლიერი ონკო ცენტრის ამუშავებას გვპირდება.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად უკვე 10 წელია სხვადასხვა აქტივობებით მხარში უდგას ონკო პაციენტ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ფონდის დონორების დახმარებით 10 წლის განმავლობაში 700-მდე ბავშვს გაეწია ფინანსური დახმარება, დღეისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, სოლიდარობის ფონდის ჩართულობით ჩვენი ფინანსური თანამონაწილეობის აუცილებლობა შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს სერვისები, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ფონდი ფარავს, მათ შორის საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმართული პაციენტების მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯების დაფინანსება, საზღვარგარეთ მედიკამენტების შეძენა და არაგეგმიური კვლევები საქართველოში.

 ბავშვთა სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება შესაძლებელია დროული და სწორი დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემთხვევაში. ბავშვთა სიმსივნეების სკრინინგი მსოფლიოში არ არსებობს, შესაბამისად, მისი სიმპტომატიკის დროული ამოცნობა ადრეული დიაგნოსტიკის ერთადერთი გზაა. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო მასებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია. ჩვენ შევეცდებით ამ მიმართულებით ვიყოთ აქტიურები.

  •          თქვენც შეგიძლიათ გავავრცელოთ ინფორმაცია პედიატრიული სიმსივნეების შესახებ და გავიხსენოთ ყველა ის ბავშვი, ვინც გაიმარჯვა და ვინც დაგვტოვა.
  •          ყოფილ პაციენტებს, თქვენც შეგიძლიათ თქვენი ისტორიის გაზიარებით მოტივაცია მისცეთ მათ ვინც დღეს გადის ამ გზას.
  •          ჩაერთოთ „სიცოცხლის ფესტივალში“, რომელსაც ჩვენი მეგობარი ბერი ანდრიას ფონდი ყოველწლიურად ატარებს ფონდის ბენეფიციარი ბავშვების ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. https://www.facebook.com/MonkAndrewFoundation/videos/1370030120579401
  •          ძალიან მარტივად, მცირე თანხის დონაციით აქვე, ჩვენს პორტალზე  www.media4life.ge შეგიძლიათ გახდეთ „ოქროს სექტემბრის“ დონორი, ფონდის შვილობილების სიცოცხლის გადასარჩენად, აირჩიე პირველივე გვერდზე ღილაკი "დონაცია" და მიჰყევი მითითებას.

არსებობს კიდევ მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ ჩაერთოთ მთელი სექტემბრის განმავლობაში, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და გააჩინოთ იმედი კიბოს მქონე ბავშვებსა და მოზარდებში და მათ ოჯახებში.

 ბენეფიციარების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.facebook.com/DitoTsintsadzisPondi

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge