ამჟამად ვეხმარებით

გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

2023 წლის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, 11 წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის იბრძვის. ჩვენ ერთად უკვე 600-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ.
ბენეფიციარებს დაუფინანსდათ სამედიცინო კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, ფონდის სახსრებიდან 2023 წელს 238 380 ლარი გაიცა. 2013 წლიდან დღემდე კი სულ 4 მილიონ ლარამდე შევაგროვეთ და გავეცით.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით.
ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, ახალი პროგრამების მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
 
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისთვის ეს ყოველდღიური ბრძოლაა, ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის....  ყველა ბრძოლას საკუთარი სახელი აქვს, საკუთარი ისტორიით, გამარჯვებით და დამარცხებით.... ლედი, ნინი, მუჰამედი, ქეთი, ბექა, მარიამი, გიორგი, ჯონი.... 400-ზე მეტი გადარჩენილი სიცოცხლე და ბევრი წაგებული ბრძოლა...
 
ეს ჩვენი ერთი წლის შედეგებია,  ფონდის ისტორიაში ყველაზე დაბალი ფინანსური მაჩვენებლით, ეს ერთის მხრივ განპირობებბულია სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის გაფართოებით და მეორეს მხრივ ფონდში შემოწირულობების მნიშვნელოვნად შემცირებით, რის გამოც წლის განმავლობაში არაერთ თხოვნაზე მოგვიწია უარის თქმა. არ იყო ადვილი... ყველას და ყველაფერს ერთი ბანერი ვერ დაიტევს,  ბევრად მეტი გავიარეთ ერთად...

მადლობას გიხდით 11 წლიანი ერთგულებისთვის ყველა დონორს, პარტნიორს, მეგობარს, შემომწირველს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის სახელით!❤

ვაგრძელებთ ბრძოლას თქვენი თანადგომის იმედით!
დონაცია შესაძლებელია პლასტიკური ბარათით აქვე, ჩვენს ვებგვერდზე, მოძებნეთ მთავარ გვერდზე მარჯვენა ზედა კუთხეში დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. 
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806
ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: #GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: #GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze
#გავ1ანდეთსიკეთისათვის
#ბავშვებსაქვთსიცოცხლისუფლება
#გადავარჩინოთსიცოცხლე
#სიკეთეგადამდებია

დონაციის შედეგები

24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
11.02.2023
10
ჯამური თანხა : 10173.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge