ამჟამად ვეხმარებით
სიახლეები
რ. შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა (პროგრამა
"ანი-zet ") წელსაც არ უღალატეს კეთილ ტრადიციას და საშობაოდ სკოლის
შენობის წინ საქველმოქმედო აქცია - საშობაო ბაზრობა გამართეს.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების
გადასარჩენად, მეხუთე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და
სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ
დროის განმავლობაში 270 ბავშვს დავეხმარეთ. დღეისათვის ფონდის ბაზაში
208 ბენეფიციარია რეგისტრირებული.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის
დარბაზში ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლა.
ფონდის მეგობრებმა, საბავშვო მაღაზიათა ქსელმა "ჭიტამ" და ნოტარიუსთა
პალატამ სამი ფონდის, დიმიტრი ცინცაძის სახელობის, სოლიდარობისა და
ბერი ანდრიას ფონდების საერთო შვილობილებს საჩუქრები და ტკბილეული
გადასცა.
სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა,
სწორედ ამ ეგიდით და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით
გაიმართა ცენტრის ექიმ-ციტოლოგის სოფიო შარაშიძის ადამიანის უჯრედების
უნიკალური სურათების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების
გადასარჩენად, მეოთხე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და
სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ
დროის განმავლობაში 267 ბავშვს დავეხმარეთ.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების
გადასარჩენად- მეოთხე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და
სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ
დროის განმავლობაში 261 ბავშვს დავეხმარეთ.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად მეოთხე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ დროის განმავლობაში 258 ბავშვს დავეხმარეთ. ბოლო სამი თვის განმავლობაში (მაისი, ივნისი, ივლისი) შევაგროვეთ და გავეცით 62208 ლარი. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით.
6 ივნისს, ჩვენი ბენეფიციარის, ნიკოლოზ ჯანელიძის დასახმარებლად, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა წარმოგიდგენეს მიუზიკლი„ "დისნეის პიტერ პენი“. 4 წლის ნიკოლოზს ესაჭიროება ზურგის ტვინის სიმსივნის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია . რეაბილიტაციის კურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნიკოლოზმა შეძლოს სიარული.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლინიკა „ლანცეტში“
ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო
საღამო - „ბავშვები ბავშვებისათვის“ გაიმართა. „ლანცეტის“
თანამშრომლების შვილებმა უმასპინძლეს
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და ბერია ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და ბერია ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს.
ბარბარობის მიწურულს და დამდეგ ნიკოლოზობას დიმიტრი ცინცაძის
სახელობის და ბერი ანდრიას სახელობის ფონდების შვილობილებთან სტუმრად
ჩვენი მეგობარი "მედიკლაბის" თანამშრომლები და მათი შვილები
გვესტუმრნენ.
დონაციის შედეგები
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
19.03.2023
10
ჯამური თანხა : 10673.2