ვინ ვართ

კატეგორია - ჩვენ შესახებ
ჩვენ, ჟურნალისტები, გავერთიანდით, როცა ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, ტელეოპერატორ დიმიტრი ცინცაძის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.  მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შევაგროვეთ და როცა  მიზანი მიღწეული იყო და დიმიტრიმ  მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა, ჩვენ არ გავჩერდით! გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დიმიტრის მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს  დაეხმარებოდა. მათ სამკურნალოდ ასევე დიდი თანხა სჭირდებათ, რომლის შეგროვება თქვენი თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
უკვე მერვე წელია „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ ფინანსურ დახმარებას უწევს ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს. ფონდი უკვე 700-მდე ბავშვს დაეხმარა, რაც ფინანსურად, ფონდის მიერ გაწეული 3, 450 000 ლარის დახმარებას წარმოადგენს. 



ბეჭდვა