ბენეფიციარები

თეკლა სამყურაშვილი
2 წლის თეკლა სამყურაშვილი ფონდის ახალი ბენეფიციარია. ის ისრაელში, ედმონდ და ლილი საფრას კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზით მოხვდა. ტერატომა (თანდაყოლილი, რთული აგებულების მრავალქსოვილიანი სიმსივნე), კლინიკაში ჩაყვანისას თვითხრწნად მდგომარეობაში იყო, ბავშვის მდგომარეობა, შესაბამისად - მძიმე. თეკლას სადიაგნოსტიკო მკურნალობა ფონდმა "სოლიდარობა" დააფინანსა, ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია დაინიშნა. ოჯახმა გარკვეული თანხების მობილიზება თავად მოახერხა. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა თეკლას სიცოცხლის გადარჩენაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა. მისი მკურნალობა 15 ათასი დოლარით დაფინანსდა. ჩვენ ეს თქვენთან ერთად შევძელით, ვინც თუნდაც ერთ ლარს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ანგარიშზე რიცხავთ. თეკლას კიდევ ერთი ოპერცია წინ აქვს, მას შინ ტყუპისცალი დაიკო ელოდება, ოჯახს თქვენი, ჩვენი, ქველმოქმედი, გულისხმიერი ადამიანების იმედი აქვს.





ბეჭდვა