ბენეფიციარები

მარიამ-მაგდალენა დვალი
მარიამ-მაგდალენა დვალი დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის, ის ჯერ სამი თვისაც არაა და ი.ციციშვილის სახელობის „ ბავშვთა ახალ კლინიკაში“ 2 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მას ამოკვეთეს შემაერთებელი და სხვა რბილი ქსოვილების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე.  პატარას 18 წლის დედა ისრაელის მოქალაქეა და ის მარია-მაგდალენას მამასთან (რომელიც საქართველოს მოქალაქეა) ჯერ ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. ამდენად ჩვილი საქართველოს მოქალაქე ჯერ არ არის. ამ მიზეზით გართულდა დაფინანსების მოძიება ჯანდაცვის სამინისტროდან. დიმიტრი ცინცაძის სახელობი ფონდმა კი პატარას მკურნალობა საკუთარ თავზე აიღო, სწორედ ჩვენი ფონდის დაფინანსებით ჩაუტარდა მარიას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 2 ოპერაცია. ის მკურნალობს განაგრძობს კლინიკაში, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.



ბეჭდვა