ბენეფიციარები

ლილუ კუპატაძე
ლილუ კუპატაძე 2 წლისაა, მისი დიაგნოზი მეოთხე ხარისხის ნეირობლასტომაა, მეტასტაზებით ღვიძლზე. პატარა თითქმის დაბადებიდან იბრძვის სიცოცხლისათვის, მას არერთი ოპერაცია ჩაუტარდა, ქიმოთერაპიის კურსი, მედიკამენტოზური მკურნალობა. სულ ახლახანს კი, თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მას მუცლის ღრუდან სიმსივნური წარმონაქმნი ამოკვეთეს. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამოკვეთილი სხეული ცოცხალ სხეულებს არ შეიცავდა. ეს კი ქართველი ექიმების დამსახურებაა, რომლებმაც, თურქი პროფესორის შეფასებით, იდეალურად ჩაატარეს ქიმოთერაპიის კურსი. ამ ეტაპზე ლილს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ქიმიოთერაპიის კურსი უნდა გაგრძელდეს, ასევე ესაჭიროება პერიოდულად კონტროლზე აჯიბადემის კლინიკაში ვიზიტები, რასაც დიმიტრი ცინცაძის ფონდი კვლავ უზრუნველყოფს.
საკონტაქტო პირი: ბექა კუპატაძე (მამა) –595013773



ბეჭდვა