ბენეფიციარები

ანდრია ადაძე
5 წლის ანდრია ადაძეს სულ ახლახანს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ანდრია ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელია და მის დასახმარებლად ბათუმის საბავშვო ბაღების პედაგოგები და მშობლები პირველი დღიდან გაერთიანდნენ. იაშვილის კლინიკაში მასყველა საჭირო კვლევა დამკურნალობის კურსი ჩაუტარდა , მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ანდრია რემისიაშია. მკურნალი ექიმის რეკომენდაციით დაოჯახის გადაწყვეტილებით, ანდრიას ანალიზები ლიმბახის ლაბორატორიიდან გერმანიაში გადაიგზავნა, ანდრიას მამამ დაფინანსების თხოვნით დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს მიმართა. ფონდის გადაწყვეტილებით, ანდრიას კვლევის საფასური სრულად დაფინანსდა. ასევე მოეწყო ფონდისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით საქველმოქმედო მარათონი ბათუმში, შემოსული თანხა ანდრიას საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდება. დღეს ანდრია გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, ოპერაციისათვის საჭირო თანხები მომღერალმა ვალერი მელაძემ გადარიცხა კლინიკაში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ პატარა ანდრიას ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მისთვის აუცილებელ სხვა პროცედურებს მთლიანად დავაფინანსებთ.
საკონტაქტო პირი: რამაზ ადაძე (მამა) - 577290877


ბეჭდვა