ბენეფიციარები

გაბრიელ მაისურაძე
გაბრიელს 2 წლის ასაკში იაშვილის კლინიკაში აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე, დადგა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის საკითხი. გადაწყდა  ოპერაცია ისრაელში რამბამის კლინიკაში ჩატარებულიყო. აღნიშნული კლინიკიდან ექიმები საქართველოს, ინგოროყვას კლინიკას ვიზიტით ეწვიენ, სწორედ მათ მიერ მოხდა რამდენიმე პაციენტს შორის გაბრიელის შერჩევა სამკურნალოდ. ოპერაციისთვის საჭირო თანხაზე საგარანტიო წერილი ჯანდაცვამ, მერიამ და სოლიდარობის ფონდმა გასცა. ბავშვისა და მისი დედის, აგრეთვე დონორი მამის სამგზავრო ბილეთები და სასტუმროში ცხოვრების თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობსი ფონდმა გაიღო.
ბეჭდვა