ბენეფიციარები

ნანიკო ტორონჯაძე
ნანიკო ტორონჯაძე 12 წლისაა,  მას რამდენიმე წლის წინ უბრალოდ ფეხი ასტკივდა, ექიმებმა კი მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: ავთვისებიანი იუნგის სარკომა. ნანიკოს ლაიფმედის კლინიკაში ქიმიოთერაპიის 6 კურსი ჩაუტარდა. ამის შემდეგ კი დაიგეგმა პარიზის კლინიკაში ძვლის პროთეზირების ოპერაცია. ნანიკოს დაფინანსება სამი ფონდის მიერ მოხდა: „სოლიდარობის“, „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა“ და ნინო სურგულაძის ფონდის ერთობლივი თანადაფინანსებით ნანიკო პარიზში გაემგზავრა. 2 კვირაში კი სრულიად გამოჯანმრთლებული დაგვიბრუნდა. ფრანგმა ქირურგმა კი ქართველ ექიმს, რომელმაც ნანიკოს ქიმიოთერაპიის კურსი ჩაატარა, განსაკუთრებული მადლობა შემოუთვალა, საუკეთესოდ ჩატარებული თერაპიისათვის. ამ ეტაპზე ნანიკო გეგმიურ ქიმიოთერაპიულ კურსს და მედიკამენტოზურ მკურნალობას განაგრძობს. 2 წლის შემდეგ კი, ბავშვის ფიზიკურ ზრდასთან ერთად უნდა მოხდეს პროთეზის შეცვლა, რასაც ასევე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი დააფინანსებს. 
საკონტაქტო პირი: ცირა (დედა) – 599681505



ბეჭდვა