ბენეფიციარები

ლაზარე მირუაშვილი
6 წლის ლაზარეს დედამ  ბავშვის კანზე მსხვილკეროვანი მრავლობითი გაფანტული გამონაყარი შენიშნა.  იაშვილის კლინიკაში გადაყვანისთანავე აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დაისვა. ანალიზების საფუძველზე მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე. ლაზარე დაბადებიდან აუტისტური სპექტრის მქონეა და ეს ბავშვის მდგომარეობას უფრო ართულებს. ექიმის დასკვნაში  დაიწერა: პაციენტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია იმუნოსუპრესიული მკურნალობა და ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა." ოპერაცია ისრაელში, რამბამის კლინიკაში ჩატარდა, და ის თბილისის მერიისა და სოლიდარობის ფონდის მიერ დაფინანსდა, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯები დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა დაფარა. ლაზარეს დონორი  მისი უფროსი ძმა ლუკაა. ოჯახმა სარეაბილიტაციო პერიოდი ისრაელში დაასრულა, ამჟამად მუდმივი კონტროლი და მედიკამენტოზური   მკურნალობა ესაჭიროება. ლაზარე ახლა 8 წლისაა. უვე 2 წელია დიმიტრი ცინცაძის ფონდი საჭირო კვლევებთან ერთად სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტით  უზრუნველყოფს ლაზარეს. წამალს (Exjade) თურქეთიდან ვიწერთ და თვეში 400 დოლარის მობილიზება გვჭირდება. ამ ეტაპე დასაფარი გვაქვს ინვოისი 900 დოლარის საერთო ღირებულებით.
ბეჭდვა