ბენეფიციარები

ლილე კაპანაძე
ლილეს 1 თვის ასაკში კისრის მიდამოზე უცნაური წარმონაქმნი გაუჩნდა, რომელიც ზომაში პროგრესირებდა და ბოლო პერიოდში საყლაპავსა და ტრაქეაზე კომპრესირებას ახდენდა. ახლა ის  3 თვისაა, კისრის ლოკალიზაციის სისხლძარღვოვანი მალფორმაცია - ასეთი პირველადი დიაგნოზი ჩაიწერა მის სამედიცინო ისტორიაში. ექიმის რეკომენდაციით დამატებითი კვლევებისა და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ის თურქეთში იადიტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე კვლევების, სასტუმროს და ბილეთების თანხა დაფინანსებულია, თუმცა ლილეს მკურნალობისთვის სოლიდური თანხაა საჭირო, ამისათვის კვლავ თქვენი თანადგომა გვჭირდება, შემოგვიერთდით, დარეკეთ 0901080806
ან ჩარიცხეთ თანხა ანგარიშზე: საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500, მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ბეჭდვა