ბენეფიციარები

იაკობ ბუხრაშვილი
იაკობ ბუხრაშვილი 3 წლის ასაკში მოხვდა იაშვილის კლინიკაში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზით. წარმატებული ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ ბავშვი რემისიაში იმყოფებოდა. გადაიყვანეს დაცვითი თერაპიის კურსზე, იაკობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, ანალიზებით C ჰეპატიტის ვირუსი დაუდგინდა პატარა იაკობს, როგორც ბავშვის დედა მიიჩნევს, ეს სისხლის ბანკის უყურადღებობით მოხდა. პაციენტს შეუჩირეს დაცვითი თერაპია, ეს კი დიდ რისკებს უკავშირდება. საქართველოში ჰეპატიტის მკურნალობისა და დაცვითი თერაპიის სინქრონულად წარმართვის გამოცდიელბა არ არსებობს, ამისათვის იაკობი  ფონდის დახმარებით სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში იქნა გადაყვანილი. ამჯამად ჰეპატიტი დამარცხებულია, იმყოფება დაცვით თერაპიაზე.
საკონტაქტო პირი: ნინო (დედა) – 595251118
ბეჭდვა