ბენეფიციარები

გიორგი კუპრაშვილი
გიორგი კუპრაშვილი 8 წლისაა, იაშვილის კლინიკაში ჰოჯკინის ავადმყოფობას ებრძვის. მის მდგომარეობას თანდართული დაავადებებიც ართულებს, ნოდულური სკლეროზი, პნევმომია, სუნთქვის უკმარისობა. მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ქიმიოთერაპიის ფონზე სოკოვანი დაავადებაც განვითარდა. ფონდი მისი სიცოცხლისათვის აუცილებელ ძვირადღირებულ მედიკამენტებს რეგულარულად აწვდის , მისი სრული გამოჯანმრთელებისათვის წინ დიდი ბრძოლა ელით პატარა გიორგის და მის მკურნალ ექიმებს, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი მალე გამოჯანმრთელდეს.
საკონტაქტო პირი: ზაქარია - 555383787
ბეჭდვა