ლევან ნუცუბიძე 16 წლისაა, 14 წლის ასაკში დაუდგინდა მწვავე
მიელოიდური ლეიკემია. დიაგნოზის დასმისთანავე იაშვილის კლინიკაში
დაეწყო ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კურსი. მკურნალობის
დაწყებიდან 28-ე დღეს ლევანის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მიღწეულ
იქნა სრული რემისია. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება დაცვით თერაპიაზე და
მკურნალი ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშაა.
კვირაში ერთხელ მოწმდება სისხლის შემადგენლობა და ინიშნება
მედიკამენტის შესაბამისი დოზირება. ლევანს აქვს ზომიერი ანემია და
მკურნალობს მდიკამენტ თიოგუანინით, რომელსაც ფონდი იტალიაში იძენს
ლევანისათვის. სრული კურსისთვის საჭირო რაოდენობა ფონდის მიერ იქნება
შეძენილი.