ბენეფიციარები

გიორგი ჩიტორელიძე
გიორგი ჩიტორელიძეს 2 წლის ასაკში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. 2007 წლიდან იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. ქიმიოთერაპიული კურსის შემდეგ იმყოფებოდა რემისიაში. ჩაიტარა დაცვით თერაპიაც. ერთი წლის თავზე განვითარდა რეციდივი. დაინიშნა ქიმიოთერაპიის დამატებითი კურსი. 10 ბლოკის შემდეგ კვლავ დაფიქსირდა რემისია. 18 დასხივებისა და ქიმიოთერაპიის განმეორებითი კურსის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მოგვიანებით მესამე რეციდივი განვითარდა. გადაწყდა ძვლის ტვინის გადანერგვა გერმანიაში. ოჯახი გაემგზავრა ევროპაში, საიდანაც მოგვიანებით მოვიდა ცნობა მათი დევნილად რეგისტრაციის შესახებ.

ბეჭდვა