ბენეფიციარები

ილია ჭედია
ილია ჭედია 2013 წლიდან იაშვილის კლინიკაში ლიმფოიდურ ლეიკემიას ებძვის. ახლა ის 9 წლისაა, ყველაფერი ი იმით დაიწყო, რომ ილიამ თამაშის დროს მუხლის არეში ტრამვა მიიღო. მოგვიანებით შეეზღუდა მოძრაობა. მუხლის არეში წარმონაქმნი განვითარდა, რომლის ბიოფსიის ანალიზიც გერმანიაში გადაიგზავნა. პატარას აღმოაჩნდა სიმსივნე, რომელიც ლეიკემიის უიშვიათეს ფორმას წარმოადგენს. ჩატარებული მკურნალობის ფონზე მიღწეულ იქნა რემისია. თუმცა, ქიმიოთერაპიის რთული კურსის შედეგად განვითარდა მძიმე ფუნგალური ინფექცია. ფონდმა სრულად დააფინანსა ანტიფუნგალური თერაპია, ამ ეტაპზე პაციენტი დაცვით თერაპიაზე იმყოფება.
ბეჭდვა