ბენეფიციარები

დავით ტეტუნაშვილი
დავით ტეტუნაშვილი 13 წლისაა, ის მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში ერთი წლის წინ მოხვდა. ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის შედეგად მიღწეულ იქნა რემისია. მოგვიანებით კვლავ მოთავსდა კლინიკაში ინტენსიფიკაციის კურსისათვის. პაციენტს ჩაუტარდა პოლიქიმიოთერაპია, ინფუზური, ანტიემეტური, ტრანსფუზიული და ანტიბიოტიკოთერაპია. ამ ეტაპზე დავითი დაცვითი თერაპიის ქვეშ იმყოფება და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებს მთელი წლის განმავლობაში დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი უზრუნველყოფს.
საკონტაქტო პირი: ნინო არჩუაძე (დედა) - 595690271
ბეჭდვა