ბენეფიციარები

გაბრიელ მაისურაძე
ეს თვალებხასხასა ბიჭი 3 წლის გაბრიელ მაისურაძეა <3
თებერვლის თვეში მას იაშვილის კლინიკაში აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა როგორც მძიმე და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მიზნით სასწრაფოდ ისრაელში გავამგზავრეთ. ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის ფონზე გაბრიელი უკეთაა, დაკვირვების ქვეშაა და დაავადების პროგრესის შესაბამისად გადაწყდება ტრანსპლანტაციის საკითხი. მანამდე კი ესაჭიროება მედიკამენტები, რომლის შეძენაც სოციალურად დაუცველ ოჯახს არ შეუძლია. ჩვენი ფონდი, ფარმადეპოს აფთიაქთან ერთად შეძლებისდაგვარად ეხმარება გაბრიელს, თუ თქვენი კეთილი ნებაც იქნება და გვერდით დაგვიდგებით, ჩვენ შევძლებთ ბოლომდე მივიყვანოთ მისი მკურნალობის პროცესი. 
გაიზიარეთ ქველმოქმედება, დარეკეთ 0901080806 ან ჩარიცხეთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge
გადარიცხვის აპარატიდან აირჩიეთ "ქველმოქმედება" და "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი".
ბეჭდვა