ამჟამად ვეხმარებით

დემეტრე ჭელიძე

"4 წლის დემეტრეს მოულოდნელად  ცხელება დაეწყო. სიცხეები მერყეობდა 38.5-39 გრადუსამდე და ის იმყოფებოდა სიცხის დამწევის (ნუროფენი) ზემოქმედების ქვეშ, რასაც ექვემდებარებოდა და სიცხეებს შორის თავს გრძნობდა კარგად.

ლუკა გამყრელიძე
2 წლის ლუკას დაბადებიდან ჰიდროცეფალია აქვს, რის გამოც 4-ჯერ ჩაუტარდა შუნტირება, სუნთქვის უკმარისობის გამო, ხშირად უწევს მას და მის დედიკოს საავადმყოფოს კედლებში ყოფნა, ახლახანს კი ახალი დიაგნოზი დაისვა - პერიფერიული ბილატერალური ნეირობლასტომა.
ნიკოლოზ ხალვაში
8 წლის ნიკოლოზს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში დროულად ჩატარებული პრედნიზოლონოთერაპიის შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეციდივს ადგილი არ ჰქონია.
ნატალი ბარათაშვილი
პატარა ნატალის ყინულზე ფეხი აუცურდა და ძლიერად დაეცა ჯდომით, ტკივილებს დროთა განმავლობაში უნდა გაევლო, ნატალის კი  დღითი-დღე უძნელდებოდა  ტკივილის ატანა საზარდულის მიდამოში. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ტკივილი დატვირთვის დროს.
ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,
თაკო კონცელიძე
თაკო კონცელიძე 7 წლისაა, 1 წლის წინ გოგონას იაშვილის კლინიკაში მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე. ადგილზე ჩაუტარდა რემისიის ინდუქციის კურსი, 4 ქიმიოთერაპიის კურსი. ამჟამად თაკო დაცვით თერაპიაზეა. დანიშნული აქვს ძვირადღირებული მედიკამენტი თიოგუანინი, რომელსაც ჩვენ გერმანიაში ვიძენთ. მედიკამენტი უწყვეტად 1 წლის განმავლობაში უნდა მიიღოს და ეს ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაგვეხმარეთ 7 წლის თაკოსთვის მედიკამენტის შეძენაში.
გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge

დონაციის შედეგები

23.09.2019
5
17.09.2019
50
29.08.2019
5
26.08.2019
5
14.08.2019
21
10.08.2019
70
02.08.2019
10
29.07.2019
10
28.07.2019
100
19.07.2019
38
ჯამური თანხა : 5140

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge