ჩვენი შვილობილები

დიმიტრი ამიჭბა
დიმიტრი ამიჭბა ჩვენი ფონდის პირველი შვილობილია, ფაქტიურად ერთად ავიდგით ფეხი ჩვენ, როგორც ახლადდაფუძნებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ და დიმამ, ლეიკემიისგან სრულად განკურნების შემდეგ. სამწუხაროდ, დიმას ავადმყოფობის ისტორია ამით არ დასრულდა. ხანგრძლივმა და მაღალდოზირებულმა ქიმიოთრაპიებმა მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეარყია, ბოლო 2 წელია ძვლის ნეკროზის დიაგნოზით მკურნალობს. არაერთი კვლევა, ოპერაცია, მკურნალობა ჩაუტარდა გერმანიაში, დაავადება პერიოდულად პროგრესირებს. ამჯერად ფრანკფურტის კლინიკაში დიმას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, გარკვეული თანხა კლინიკის ანგარიშზე მორჩენილია, ბილეთების თანხა თქვენი შემოწირულობით შეგროვდა, საცხოვრებლით უზრუნველყოფას ოჯახს "სოლიდარობის" ფონდი დაჰპირდა. გამთენიისას ის დედასთან ერთად ფრანკფურტში გაფრინდება. მათ არ გააჩნიათ საარსებო მინიმუმი , კვებისთვის საჭირო თანხაც კი არ აქვთ თან, გთხოვთ, გულთან მიიტანოთ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის ერთადერთი ვაჟის პრობლემა (მათ 2 უფროსი ვაჟი გარდაცვლილი ჰყავთ) და გაუწიოთ მცირე დახმარება. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მარინას (დიმას დედის) საბარათე ანგარიშზე:
GE02TB7768745161600002 მიმღები მარინა ბუავა.
ბეჭდვა