ბენეფიციარები

ქეთევან ცოცხალაიშვილი
ქეთევან ცოცხალაიშვილი 10 წლისაა, 8 თვის ასაკიდან თვალის პრობლემას ებრძვის, ექიმებმა ზედა ქუთუთოს პტოზი და ანოფთალმის დიაგნოზი დაუსვეს. 2 წლის იყო პირველი ოპერაცია რომ გაუკეთეს, აღებული მასალის ციტოლოგიური კვლევით ავთვისებიანი სიმსივნე დადასტურდა. დაუყოვნებლივ მოხდა თვალის ამოღება (ენუკლიაცია) და თვალბუდეში ჩაისვა პროთეზი. სამწუხაროდ, ამით ქეთევანის პრობლემები არ დასრულებულა. წელიწადში ერთხელ იცვლება პროთეზი, 2 წლის წინ კი კლინიკა "კარაპს მედლაინის" მიერ მოწვეულმა პროფესორმა, მიხეილ კატაევმა, გოგონას თვალში იმპლანტი ჩაუსვა. მოგვიანებით კიდევ ერთი ოპერაციული ჩარევა გახდა საჭირო ნაოპერაციევი თვალიდან დაგროვებული ცხიმის ამოსაკვეთად. მდგომარეობა არც ამის შემდეგ გაუმჯობესდა. ამ ლამაზთვალება გოგონას ნაოპერაციები თვალი საერთოდ დაეხუჭა. მას პტოზის განმეორებითი ოპერაცია ესაჭიროება.
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" ქველმოქმედი მეგობრების, ფონდის დონორებისა და კეთილი ადამიანების წყალობით ქეთევანის განმეორებით ოპერაციასაც დააფინანსებს და სამომავლოდ ყველაფერს იღონებს, რომ ამ ლამაზ გოგონას თვალი აუხილოს.
ბეჭდვა