ჩვენი შვილობილები

ნიკოლოზ ჯანელიძე
ნიკოლოზ ჯანელიძეს მისი დედის წერილით გაგაცნობთ: "მე ვარ 3 წლის ნიკოლოზ ჯანელიძის დედა. მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემ შვილზე, რომელმაც 4 ურთულესი ოპერაცია უკვე გადაიტანა, აქედან პირველი 17 დღისას გაუკეთდა, სულ 2 ოპერაცია ჩატარდა საქართველოში, რომელმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო ექიმების უცოდინარობის გამო. ამის შემდეგ ჩვენ არ დავნებდით და ბავშვი წავიყვანეთ თურქეთში, სადაც 5 თვის ნიკას კიდევ ორი 12 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ამოიკვეთა 2 სიმსივნე, 12 სანტიმერტიანი სიმსივნე ზურგის ტვინიდან და 7 სანტიმეტრიანი მუცლის ღრუდან. ეს ამბავი მთელმა საქართველომ და თურქეთმა გაიგო, ნიკას გადარჩენა იყო სასწაული. თურქულმა გაზეთებმა და ტელევიზიებმა ეს ამბავი გააშეუქეს კიდეც. ჩემი ბიჭი სიმსივნისგან კი ვიხსენით, მაგრამ მას სიმსივნისგან დაზიანებულია ხერხემალი დარჩა. მძიმე სკოლიოზი, რის გამოც ატარებს კორსეტს, კორსეტის შეცვლა კი საჭიროა 6 თვეში ერთხელ თურქეთში ,ასევე ზურგის ტვინის დაზიანების გამო აქვს წელს კვევით მგრძნობელობა დაქვეითებული,შარდის, დეფეკაციის პრობლემები,ნიკა საჭიროებს ბევრ პროცედურებს, რომელიც ტარდება სხვადასხვა კლინიკებში: ბალნოლოგიური კლინიკა, რეაბილიტაციის ცენტრი სანნი, ვუკეთებთ ჩინურ ნემსებს, ასევე ვიტარებთ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ნიკას ამ ყველაფრის შემდეგ აქვს უდიდესი შედეგები, ის დამოუკიდებლად ჯდება, ხოხავს, ტრიალდება, ორივე ფეხში გაუჩნდა რეფლექსები, ასევე მგრძნობელობა წელზე. ეს თითქმის სასწაულის ტოლფასია, მაშინ, როდესაც თითქმის ფარხმალი უნდა დაგვეყარა, ღმერთმა სასწაულის მოწმე გაგვხადა, რამაც გაგვაძლიერა და ბრძოლისთვის ახალი ძალები შეგვმატა.მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას თქვენი დახმარების გარეშე ვერ მოვიგებთ. მე გთხოვთ ყველას, გევედრებით, მიმაყვანინოთ ნიკას ჯამრთელობა ბოლომდე და დაგვიდგეთ გვედრით.
ნიკას სიარული არ შეუძლია, მაგრამ ძალიან გონიერი ბიჭია, იცით ბოლოს რა მითხრა? - "დედიკო, შენ ხომ ამბობდი, რომ მხოლოდ პატარა ბავშვებს არ შეუძლიათ სიარული, რატომ მომატყუე, ხომ გავიზარდე და მაინც ვერ დავდივარო"..... არ მინდა ნიკა ფიქრობდეს, რომ მას მატყუარა დედა ყავს, მე მას შევპირდი რომ გაივლის, დამეხმარეთ, ავუხდინოთ ოცნება ჩემს პატარას.

მეოთხე წელია დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ეხმარება ოჯახს ყველა საჭირო პროცედურისა თუ კვლევის ჩასატარებლად, ჩვენ ნიკას უცხოეთში მკურნალობას, მგზავრობას და საცხოვრებელ ხარჯებსაც ვანაზღაურებთ, საქართველოში სარეაბილიტაციო კურსებს ვუფინანსებთ და პერიოდულად მდგომარეობის შესაფასებელ კვლევებსაც. ამ დროისათვის ფონდის მიერ ნიკოლოზ ჯანელიძის მკურნალობა 13055 ლარითაა დაფინანსებული.
მეხუთე წელია ეს ძლიერი ბიჭუნა იბრძვის მშობლებთან ერთად, რომ ფეხზე გაიაროს. ძალიან მცირე შანსის მიუხედავად ,  გაჩნდა იმედიც, რომ ნიკას ოცნება ახდება და ის თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ითამაშებს.  თუმცა საბოლოო სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა სარებილიტაციო კურსის გაგრძელება და ოპერაცია საზღვარგარეთ.
ბეჭდვა