დაკარგული სიცოცხლე

თენგო ზაკაშვილი
თენგო ჩვენი ფონდის ერთ-ერთი იმ პირველ შვილობილთაგანია, მარტო რომ მოგვიწია მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა. მიელოდისპლაზიური სინდრომის დიაგნოზი მას 9 წლის ასაკში დაუდგინეს, მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკულად მძიმე და კონსილიუმის გადაწყვეტილებით ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სასწრაფო და გადაუდებელ ერთადერთ გამოსავლად ჩაითვალა. ოჯახმა ჩვენს ფონდს დახმარების იმედით მიმართა. ძნელად მაგრამ საჭირო თანხა აგროვდა და თენგო ვერონას კლინიკაში, იტალიაში გადანერგვის მიზნით გაიგზავნა. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია წარმატებით განხორციელდა. ფონდის დაფინანსებით თენგო და მისი მამა 6 თვეში ერთხელ ვერონაში კვლევებზე იგზავნებიან. მისი ჯანმრთელობა სტაბილურია.
ჩვენი ფონდის მიერ 4 წლის მანძილზე თენგო ზაკაშვილის მკურნალობის მიზნით 124 700 ლარი იქნა გაცემული.
ბეჭდვა