ჩვენი შვილობილები

ანა ქორფაშვილი
ანას 18 წლის ასაკში მწვავე მონობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, მრავალი ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა გოგონას ბოლო სამი წლის განმავლობაში, პაციენტის ისტორიაში ავადმყოფობის მიმდინარეობის გრაფაში ჩაიწერა - მდგომარეობა მორეციდივო, ანამ საკუთარ უბის წიგნაკში ეს ჩაიწერა: "გრძნობა, რომელიც გიპყრობს, აუტანელია, და გაუსაძლისი. ფიქრი იმაზე, რომ მათ სიაში მოხვდები, ვის მიმართაც საზოგადოებას სიბრალულის გრძნობა ეუფლება და წუთი, როდესაც სარკეში ჩახედვისას „მას“ უკვე საკუთარ თვალებში ხედავ,
რომელსაც შეუძლია მოგანატროს ყველაფერი, სიცილიც კი, როგორც ჯანმრთელი ადამიანი იცინის, ტირილიც კი, როგორიც გჩვევია...

 

კითხვა, რომელიც ყოველთვის შენს თავშია და მოსვენებას არ გაძლევს - რატომ მაინცდამაინც მე? ალბათ იმიტომ, რომ უკეთ გესმოდეს მათი, ვისაც სტკივა, მათი ვინც შენსავით ებრძვის „მას“... ან ალბათ იმიტომ, რომ დროა ისწავლო ტკივილის ატანა, ან მიხვდე რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია და ყოველი დილის გათენებისთვის უფალს მადლობას სწირავდე, მაგრამ რაც არ უნდა იყოს  მიზეზი, ვალდებული ხარ იფიქრო კარგზე და დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის, იმ იმედით, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებ."......
აუცილებლად გაიმარჯვება ანა, ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ დაგტოვებთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
ანას ამ ეტაპზე კვალვ ქიმიოთერაპიის კურსი უტარდება.
2022 - ანას რეციდივი დაუდასტურდა, გადაყვანილია სტამბულის მედიკალ პარკში ღეროვანი უჯრედების გადანერგვისთვის, ვაგროვებთ თანხას ოპერაციისთვის.

დონაცია შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე, მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

 

#გავ1ანდეთსიკეთისათვის
ბეჭდვა