ბენეფიციარები

თამარ ქშუტაშვილი
თამარი 14 წლისაა, რამდენიმე დღის წინ უჩვეულო ჩივილებით ექიმს მიმართა, გოგონას გასული წლის ზაფხულიდან კისრის არეში ტკივილები აწუხებდა, ბოლო დროს პირის გაღება გაუძნელდა, შემდეგ კვანძოვანი წარმონაქმნი გაჩნდა მარცხენა ყბის ქვეშ. ამის შემდეგ დაინიშნა მრტ  კვლევა, გოგონას სამჯერ ჩაუტარდა წარმონაქმნის ბიოფსია, სამწუხაროდ, დაზუსტებული დიაგნოზის დადგენა, მასალის სიმცირის გამო, საქართველოში ექიმებს უჭირთ. დაუზუსტებელი დიაგნოზი - ნაზო-ფარინგეალური გაურქოვანებელი კარცინომა (მეორე კლინიკური ჯგუფი). მარცხნივ სასის ნუშურების საპროექციოდ გამოვლენილია სიმსივნური წარმონაქმნი. ადგილობრივი ექიმის დანიშნულებით საჭიროა ქიმიოთერაპიის 3 კურსის, მოგვინებით კი სხივური თერაპიის ჩატარება. თუმცა, ამ ეტაპზე აუცილებელია ბიოფსიის სწორად ჩატარება და ზუსტი დიაგნოზის დასმა, რაც საშუალებას მისცემს ონკოლოგებს დანიშნონ სწორი  ქიმიოთერაპიის კურსი. ამ მიზნით დიმიტრი ცინცაძის ფონდი სრულად აფინანსებს პაციენტის  თურქეთში იედიტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკაში კვლევებისა და მშობელთან ერთად მგზავრობის ხარჯებს. მომავალშიც, მისი მკურნალობის ხარჯებს  სახელმწიფო პროგრამის გარეთ ჩვენი ფონდი დაფარავს.
ბეჭდვა