ბენეფიციარები

გიორგი მინდიაშვილი
გიორგი 5 წლისაა, გასულ წელს რეფრაქციული ანემიის დიაგნოზი დაუსვეს, ეს არის მტკიცე ანემია, ბლასტური ფორმების ჭარბი რაოდენობით და მათი ტრანსფორმაციით. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პატარა ბიჭს დედამ სიფერმკრთალე შენიშნა, რასაც უმადობაც მოჰყვა, შემდეგ ცხელება, ძლიერი სპაზმური ხველა. ადგილობრივ პედიატრთან ვიზიტის შემდეგ ანალიზებით ღრმა ანემია დადასტურდა. იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ჩატარებული კვლევებით კი საბოლოოდ განისაზღვრა დიაგნოზი. მდგომარეობა ამ ეტაპზე მდგომარეობა შეფასებულია როგორც მწვავე, საშუალო სიმძიმის. მიელოდისპლაზიური სინდრომის გამო ესაჭიროება მკურნალობის გაგრძელება საძღვარგარეთ ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაციის მიზნით.
საქართველოს ჯანდაცვის, სოლიდარობის ფონდისა და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დაფინანსებით გიორგი ამ ეტაპზე სტამბულში აგრძელებს მკურნალობას და ემზადება გადანერგვის ოპერაციისთვის.
ბეჭდვა