ბენეფიციარები

გიორგი კოშაძე
10 წლის გიორგის გასულ წელს სტამბულში, ლივჰოსპიტალში ცხვირ-ხახის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს (არადიფერენცირებული კარცინომა).პოლიქიომიოთერაპიის 1 კურსი ადგილზევე ჩატარდა. ქიმიოთერაპები საქართველოში გაგრძელდა, პაციენტს სულ 9 კურსი ჩაუტარდა, შედეგად სიმსივნემ 70%-თ განიცადა რეგრესი. ამის შემდეგ გიორგი კვლავ თურქეთში გაიგზავნა სხივური თერაპიის ჩასატარებლად, პროცედურების დასრულებისთანავე ჩატარებულმა მრტ კვლევამ ახალი წარმონაქმნი დააფიქსირა. მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით პაციენტმა მკურნალობა კვლავ ლივჰოსპიტალში უნდა გააგრძელოს, ჩვენი ფონდი გიორგის და მისი მშობლის მგზავრობის ხარჯებს ანაზღაურებს.
ბეჭდვა