დაკარგული სიცოცხლე

ანუკი კენჭოშვილი
ანი 14 წლისაა, 9 წლის ასაკში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალმა ექიმებმა ხანგრძლივი მკურნალობით პაციენტი რემისიაში გადაიყვანეს, თუმცა რეციდივი 2-ჯერ განვითარდა, გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და სოლიდარობის ფონდის დახმარებით ანას  თურქეთში ჩაუტარდა. მიუხედავად სრული რემისიისა,  1 წლის განმავლობაში ის განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი და თვეში ერთხელ ესაჭიროება თურქეთის კლინიკაში პროცედურების ჩატარება. ჩვენმა ფონდმა უკვე რამდენჯერმე უზრუნველყო ანის, მშობელთან ერთად მგზავრობა.
იმისათვის რომ ანის კონტროლზეს ჩასვლა არ დაუგვიანდეს, ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება, 
დარეკეთ 0901080806 ან ჩარიცხეთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან
ბეჭდვა