ბენეფიციარები

მარიამ ღამბარაშვილი
მარიამი 1 წლის იყო, როდესაც დედიკომ მარჯვენა ფერდქვეშ სიმკვრივე შენიშნა. დროთა განმავლობაში გამაგრებული ადგილი კიდევ უფრო გაიზარდა. პატარას კვლევები ჩუტარეს, მუცლის ღრუში წარმონაქმნი დაფიქსირდა - მარჯვენა თირკმლიდან გამომდინარე სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც მთლიანად იკავებდა მუცლის ღრუს მარჯვენა ნახევარს და ჰიპოგასტრიუმს, ინვაზიით თირკმლის ვენასა და  მარჯვენა შარდსაწვეთში. კლინიკა ლაიფმედში დაისვა საბოლოო დიაგნოზი - ნეფრობლასტომა. ჩატარდა ოპერაცია - სიმსივნური მასის რეზექცია, შემდეგ ხანგრძლივი ქიმიოთერაპიული კურსი, პროტოკოლით გათვალისწინებული სრული მკურნალობა 2017 წლის აპრილში დასრულდა. მარიამის მდგომარეობა ექიმების მიერ შეფასებულია როგორც მორეციდივე, ამის გამო პატარას 3 თვეში ერთხელ ესაჭიროება მრტ და კტ კვლევების ჩატარება. კვლევებს სრულად აფინანსებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ბოლო კვლევა 2018 წლის 27 მარტს ჩატარდა და მარიამის დედიკომ სიხარულით გვამცნო, რომ ყველაფერი რიგზეა, მარიამს კარგი პასუხები აქვს, თუმცა ეს არ გვაძლევს ყურადღების მოდუნების უფლებას, გარკვეული დროის განმავლობაში მარიამი კონტროლზეა და ეს კვლევები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს.
ბეჭდვა