ბენეფიციარები

გიორგი ბიჭაშვილი
გიორგის 8 თვის ასაკში ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს, 1 წლისაც არ იყო პირველი ნეიროქირურგიული ოპერაცია რომ ჩაუტარეს. ასაკის მატებასთან ერთად დედამ ტანდეგობის დარღვევა შენიშნა. 6 წლისას გიორგის სამედიცინო ისტორიას ახალი დიაგნოზი დაემატა - მე-2 ხარისხის სქოლიოზი. დინამიკაში ხერხემლის გამრუდების ხარისხმა მე-4 ხარისხამდე. ზრდასთან ერთად ბავშვს ტკივილები დაეწყო ზურგისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში. ტკივილის ინტენსივობამ ბოლო დროს მკვეთრად იმატა. გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა - ხერხემლის უკანა დაჭიმვა შიდა კორექციის ინსტრუმენტების გამოყენებით და სქოლიოზის კორექცია ტრანსპედუნკულური ფიქსატორით. ოპერაცია ჩეხეთში ჩატარდება. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა გიორგისა და მისი დედის მგზავრობა უკვე დააფინანსა, ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გავუწიოთ დახმარება ჩვენს ბენეფიციარს.
ბეჭდვა