ბენეფიციარები

ბარბარე პაპუნაშვილი
ბარბარეს უკვე ბევრი იცნობს, ყველას უყვარს. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა მას სატელევიზიო სიუჟეტის შემდეგ. ეს ლამაზი პატარა ახლა 7 წლისაა, ორი თვის პატარას რთული ოპერაცია ჩაუტარდა ზურგის ტვინზე, ის ვერ დადის და მისი დიაგნოზი კანისა და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექციაა. აღენიშნება პარაპლეგია, ტერფის დორსალურ ზედაპირზე ჰიპერემია. კლინიკას ბოლოს  ტერფებზე ჩირქოვანი გამონადენის გამო მიმართეს, დიდი ზომის ნეკროზული უბნით, თურქმა ექიმებმა მალატიის კლინიკიდან ბარბარეს და მის დედიკოს დაპირდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ ის საქართველოში თავისი ფეხით დაბრუნდება. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ბარბარეს და მისი დედის მალატიაში მგზავრობა უზრუნველყო. 2 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სულ მალე ის სიარულს შეძლებს.
ბეჭდვა