ამჟამად ვეხმარებით

ნიკოლოზ ხალვაში
8 წლის ნიკოლოზს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში დროულად ჩატარებული პრედნიზოლონოთერაპიის შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეციდივს ადგილი არ ჰქონია.
ნატალი ბარათაშვილი
პატარა ნატალის ყინულზე ფეხი აუცურდა და ძლიერად დაეცა ჯდომით, ტკივილებს დროთა განმავლობაში უნდა გაევლო, ნატალის კი  დღითი-დღე უძნელდებოდა  ტკივილის ატანა საზარდულის მიდამოში. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ტკივილი დატვირთვის დროს.
ზურაბ გაბუნია
გასულ წელს, 16 წლის ასაკში ზურას უცნაური წელის ტკივილები დასჩემდა,  ტკივილმა დროთა განმავლობაში მარჯვენა ქვედა კიდურში გადაინაცვლა, შემდეგ საერთო სისუსტეც შენიშნეს და აგვისტოს თვეში ექიმს მიმართეს.
ზურა ნაგერვაძე
1 წლის ზურას, გასულ წელს მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ქიმიოთერაპიული კურსის ფონზე მიღწეული იქნა სრული რემისია,
ერთად #ბექასთვის
ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს... სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ - თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების, სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება...
ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა, სახელად - მიელოიდური ლეიკემია,
ანამარია ბაბუხადია
2 წლის ანამარიას  პირის ღრუში დედამ სისხლჩაქცევები შენიშნა. მოგვიანებით სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე გამოიკვეთა, დაუყოვნებლივ მიმართეს კლინიკას, დაისვა დიაგნოზი: იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა, სპლენექტომია. ეს ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სპეციალური მკურნალობა ესაჭიროება, სხვადასხვა მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად პაციენტს სისტემატიურად ესაჭიროებოდა ძვირადღირებული მედიკამენტი იმუნოგლობულინი, რომლითაც ჩვენი მეგობარი ფარმადეპო გვეხმარებოდა. ახლახანს პატარას ჩაუტარდა სპლენექტომია, (ელენთის ამოკვეთა), ოპერაციისთვის საჭირო თანხის დარჩენილი ნაწილი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა დააფინანსა. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ანალიზებში მაჩვენებლებიც გაუმჯობესებულია.

დონაციის შედეგები

08.08.2018
500
02.08.2018
1
01.08.2018
2
24.07.2018
80
23.07.2018
5
22.07.2018
5
19.07.2018
20
16.07.2018
30
13.07.2018
200
03.07.2018
10
ჯამური თანხა : 3481

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge