ბენეფიციარები

მარიამ გეგუჩაძე
3 წლის მარიამს რამდენიმე თვის წინ დედამ მარჯვენა ხელზე შესიება შენიშნა. პირველადი კვლევებით ბავშვს განგლიონევრომის დიაგნოზი დაუსვეს, ოჯახმა დიაგნოზის დასაზუსტებლად და სრულყოფილი კვლევების ჩასატარებლად მარიამი სტამბულში, აჯიბადემის კლინიკაში ჩაიყვანა. თურქეთის კლინიკაში დიაგნოზი დაადასტურეს -  მარჯვენა უკანა შუასაყარის განგლიო-ნევრომა. დაინიშნა ოპერაცია - უკანა შუასაყრის მასის ამოკვეთა თორაკოტომიით, საერთო ღირებულებით 25 070 დოლარი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოლიდარობის ფონდმა ოპერაცია დააფინანსა, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა დედის და ბავშვის მგზავრობა უზრუნველყო თურქეთში.
ბეჭდვა