ბენეფიციარები

ნატალი ბარათაშვილი
პატარა ნატალის ყინულზე ფეხი აუცურდა და ძლიერად დაეცა ჯდომით, ტკივილებს დროთა განმავლობაში უნდა გაევლო, ნატალის კი  დღითი-დღე უძნელდებოდა  ტკივილის ატანა საზარდულის მიდამოში. განსაკუთრებით ძლიერდებოდა ტკივილი დატვირთვის დროს. ოჯახმა ექიმს მიმართა დაცემიდან 1 თვის შემდეგ, რენტგენის სურათმა აჩვენა მარცხენა ბოქვენისა და საჯდომი ძვლების დესტრუტქურა. MRI კვლევით კი აღნიშნულ უბანში წარმონაქმნიც დაფიქსირსდა, რომელიც მოიცავს ტაბუხის წინა კედელს და აწვება შარდის ბუშტს. არსებული დესტრუქციული კერის ლოკალიზაციიდან და მასშტაბიდან გამომდინარე გადაწყდა ნატალის მკურნალობა გერმანიაში. დაზიანებული კერის იმპლანტით ჩანაცვლების მიზნით. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მიერ ანაზღაურდა ბავშვის და დედის მგზავრობის ხარჯები.
ბეჭდვა