ბენეფიციარები

ნიკოლოზ ხალვაში
8 წლის ნიკოლოზს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს, იაშვილის კლინიკაში დროულად ჩატარებული პრედნიზოლონოთერაპიის შედეგად მომდევნო 2 წლის განმავლობაში რეციდივს ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის ზაფხულში ქვედა კიდურებზე ნიკას ლაქები შენიშნეს. სასწრაფოდ ჩატარდა კვლევა და დაფიქსირდა იდიოპათიური თრომბოციტოპენიის რეციდივი. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტით ფარმადეპო გვეხმარება, სხვა მედიკამენტებს, კვლევებს და მკურნალობის ხარჯებს, მომართვის შემთხვევაში დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ანაზღაურებს.
ბეჭდვა