ჩვენი შვილობილები

ლუკა გამყრელიძე
2 წლის ლუკას დაბადებიდან ჰიდროცეფალია აქვს, რის გამოც 4-ჯერ ჩაუტარდა შუნტირება, სუნთქვის უკმარისობის გამო, ხშირად უწევს მას და მის დედიკოს საავადმყოფოს კედლებში ყოფნა, ახლახანს კი ახალი დიაგნოზი დაისვა - პერიფერიული ბილატერალური ნეირობლასტომა. 4 ქიმიოთერაპილი კურსი უკვე ჩატარდა, სიმსივნური წარმონაქმნი შემცირდა და პაციენტს ესაჭიროება რადიკალური ქირურგიული მკურნალობა. 2 წლის ლუკას ისტორია ძალიან დატვირთულია, მისი მკურნალობა საქართველოში ვეღარ გაგრძელდება, პერიფერიული ნეიროექტოდერმული სიმსივნის მე-4 სტადიის გამო გადაწყდა პაციენტის თურქეთის კლინიკაში ტრანსპორტირება. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ბავშვის და დედის ბილეთები შეიძინა, ისინი მკურნალობას სტამბულის კლინიკაში აგრძელებენ, ახლო მომავალში ქირურგიული ჩარევა იგეგმება.
ბეჭდვა