ჩვენი შვილობილები

რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა დიდი თალასემიის დიაგნოზი და 26.08.2015 წელს მედიპოლ მეგაში, ნათესაური (და) დონორისგან ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.შემდგომ განვითარდა გრაფტის უკმარისობა. არაერთი ქიმიოთერაპიის, მედიკამენტოზური და ოპერაციული ჩარევის შენდეგ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პროცედურა მეორედ დაიგეგმა, დონორის მოძიება წარმატებით დასრულდა და რამაზანი მშობლებთან და დონორთან ერთად დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დახმარებით თურქეთში გაემგზავრა.  ამ ეტაპზე, სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ მისი ექიმების აზრით, არსებობს ვენო-ოკლუზიური დაავადების განვითარების მაღალი რისკი, რამაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მედიპოლის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის განყოფილების ექიმთა ჯგუფმა, პროფილაქტიკის მიზნით,  მედიკამენტ დეფიბროტიდეს (NORAVID / DEFIBROTIDE (DEFITELIO) 200 MG. 10 FLC.) გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. მედიკამენტი ძვირადღირებულია და არ შედის ტრანსპლანტაციის ხარჯთაღრიცხვაში.
 მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ამ  მედიკამენტით მკურნალობა საჭიროა დაიწყოს ტრანსპლანტაციამდე და გაგრძელდეს მის შემდგომაც. 
ჩვენ და რამაზანის ოჯახს კვლავ საზოგადოების თანადგომის იმედი გვაქვს, აქამდე ხომ ყველაფერი  ეს თქვენი თანადგომით შევძელით, ახლაც უნდა დავეხმაროთ რამაზანს. გთხოვთ, ამავე გვერდზე, დონაციის ღილაკის საშუალებით რამაზან კასუმოვისთვის განახორციელოთ ფულადი დონაცია. მადლობას გიხდით მრავალგზის თანადგომისთვის.
რამაზან კასუმოვს ექვს თვეში ერთხელ მედიპოლ მეგას კლინიკაში საკონტროლო კვლევებზე გამგზავრება ესაჭიროება.

დონაცია შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე, მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
#გავ1ანდეთსიკეთისათვის
ბეჭდვა