ბენეფიციარები

ნატალია ბლიაძე
"ისევ დახმარების სათხოვნელად მსურს მოგმართოთ დიმიტრი ცინცაძის ფონდს. ჩემს შვილს ძალიან მოულოდნელად დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია,
ისრაელის საავადმყოფოს ექიმებმა, ამერიკაში წამყვან ბავშვთა ონკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ახლავე გაუკეთონ ოპერაცია და ამოუღონ სიმსივნური წარმონაქმნი ფეხიდან, შემდეგ ისევ ქიმიოთერაპია უნდა განაგრძონ და შემდეგ ოპერაცია ისევ რომ იმპლანტი ჩაუდგან ფეხში. ჩვენ ოპერაციას ველოდით ნოემბრისთვის და გვეგონა შევძლებდით მანამდე თანხების მობილიზებას, მაგრამ რადგან ასე უცებ გადაწყდა სიმსივნური წარმონაქმნის ამოღება, არ გვაქვს საკმარისი თანხა რომ გადავუხადოთ საავადმყოფოს. არადა, ოპერაცია 4 ოქტომბერს ჩანიშნეს, მანამდე თუ ვერ გადავიხადეთ ოპერაციას ვერ გაუკეთებენ. ხელთ მხოლოდ 47 000 დოლარი გვაქვს, ის რაც ხალხის მიერ შეგროვდა, თუმცა მხოლოდ ამ ოპერაციის თანხა 117 000 დოლარია, ამიტომ ძალიან გვიძნელდება და ვნერვიულობთ. ყველას ვცდილობთ, რომ მივაწვდინოთ ხმა, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს. ბიზნეს სექტორს თუ მიაწვდენდით ხმას ძალიან დაგვეხმარებოდა, რადგან ჩვენ მათ ხმას ვერ ვაწვდენთ.
ყველანაირ უფლებას გაძლევთ, რომ დაწეროთ პოსტი, ასე უფრო მეტ ადამიანთან მივიტანთ სათქმელს და იქნებ როგორმე დამეხმარონ.
სოლიდარობას მივმართეთ, მათაც თქვეს რომ უჭირთ თანხებში.
ძალიან დიდი მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვის,
იქნებ როგორმე შეძლოთ ჩვენი დახმარება...."
დიდი მადლობა წინასწარ" - გვწერს ნატალიას დედა
ჩვენი ფონდიდან ნატალიას 2000 დოლარი ერთხელ უკვე გადავურიცხეთ, ამ ეტაპზე ვცდილობთ შევაგროვოთ თანხა, დღის ბოლოს გადავრიცხავთ, გთხოვთ, ეს დღე პატარა ნატალისთვის "გადადოთ" და მცირე თანხა მის სახელზე ჩარიცხოთ დანიშნულებით #ნატალისთვის
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიცოცხლისათვის თქვენი თანადგომის იმედით
დარეკეთ 0901080806
ჩვენი შვილობილების დასახმარებლიდ თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი
#GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი
#GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ აქვე, საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში
#მადლობათანადგომისთვის
#გავ1ანდეთსიცოცხლისათვის


ბეჭდვა