ყველაფერი 2018 წლიდან დაიწყო, ბარბარე ავად გახდა, დიაგნოზი, რომელიც
4 წლის პატარას დაუსვეს ასე ჩაიწერა მის ისტორიაში "შემაერთებელი და
რბილი ქსოვილების დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე"
შემდეგ იყო დაუსრულებელი სამედიცინო პროცედურები: მკურნალობა,
კონტროლი, წამლები, ისევ მკურნალობა, ისევ კონტროლი... ბევრი
ქიმიოთერაპია, პროცედურები საქართველოში და თურქეთში, იყო
მდგომარეობის გაუმჯობესაბაც, ასე გავიდა 2 წელი, ამჟამად მკურნალი
ონკოლოგის დანიშნულებით ბარბარე ორალურ ქიმიოთერაპიაზე გადადის, თუმცა
ეს წამლები საქართველოში არ არის, მოვიძიეთ გერმანიაში და ერთი კურსის
ღირებულება 4200 ევროს შეადგენს, ისევ გულისხმიერი მეგობრების
დახმარებით მოხდა მედიკამენტების შეძენა........