ჩვენი შვილობილები

ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
რადგანაც საქართველოში ვერცერთმა ექიმმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა, მისი მკურნალობა თითქმის წელიწადია თურქეთში მიმდინარეობას, ლუკას რთული დიაგნოზი აქვს, თავზე ჰემანგიომა, თრომბოციტოპენია და ასევე დაუდგინდა, მსოფლიოში უიშვიათესი დაავადება -კაზაბახ-მერიტის სინდრომი.
ბოლოს საჭირო გახდა ბავშვის დაუყოვნებლივ გადაყვანა თურქეთში, სადაც ჩასვლისთანავე რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და ექიმების თქმით, ლუკას მდგომარეობა
კრიტიკული იყო (უფრო მეტიც, თურმე საერთოდ არ ჰქონდათ ბავშვის გადარჩენის იმედი),
ექიმებმა ერთ თვეზე მეტი იბრძოლეს ლუკას გადასარჩენად.
ამ ეტაპზე, ექიმების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლუკას მდგომარეობა დასტაბილურდა. მუდმივად სჭირდება იმუნოგლობულინის გადასხმა, რითაც ფონდი უზრუნველყოფს, ასევე პერიოდულად კონტროლზე სტამბულში გამგზავრება, ბილეთებს ოჯახისთვის ფონდი იძენს.
"ლუკა რომ გაიზრდება, მოვუყვები, როგორ ზრუნდავდა ათასობით უცხო ადამიანი მისი სიცოცხლისთვის და ის აუცილებლად დაეხმარება სხვებს, ამ ვალის დასაბრუნდებლად" - ამბობს ლუკას დედა, დავეხმაროთ ლუკას ოჯახს, გამოვაჯანმრთელოთ პატარა ბიჭი, რომ შემდეგ თავად იზრუნოს სხვა ადამიანებზე.
 
ბეჭდვა