ელენე დავაძე

7 წლის ელენე დავაძეს არაჰოჩკინის ლიმფომის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. დედამ გოგონას ყელზე ამობურცული სიმაგრე შენიშნა, მაშინვე დაბალი ტემპერატურა და სისუსტეც დაეწყო. ექიმი ბიძის რჩევით ბავშვი სასრაფოდ იაშვილის კლინიკაში ჩამოიყვანეს. 9 თვის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, მდგომარეობა კი სულ უფრო მძიმდებოდა.
გოგონას ფიზიკური ტკივილები და სისუსტე აწუხებდა, არც ანალიზები იყო იმედის მომცემი. სამედიცინო კომისიის გადაყვეტილებით სამომავლო მკურნალობის გასაგრძელებლად ელენე სასწრაფოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველ ეტაპზე მკურნალობამ შედეგი გამოიღო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვი გადანერგვის კონდიციამდე მიიყვანონ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავარაოუდო დონორის ძიება. ჩვენი ფონდი შესაძლებლობის ფარგლებშ უწევს დახმარებას დავაძეების ოჯახს, მკურნალობის პირველი კურსი ჯანდაცვისა და სოლიდარობის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული.
ბეჭდვა