მერაბ (ბუკა) ნიკურაძე

მერაბ (ბუკა) ნიკურაძე 8 წლისაა, 5 თებერვალს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, 2 თვეზე მეტია ბუკა და მისი დედიკო იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილებაში ცხოვრობენ, პაციენტს ქიმიოთერაპიის კურსი უკვე ჩაუტარდა, რის ფონზეც მდგომარეობა გამწვავდა, განვითარდა მედიკამენტოზური ციტოპენია  და პატარა ბუკა რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. მას ამჟამად ანტიფუნგალური და ანტიბიოტიკოთერაპია უტარდება. ბუკა საჭირო მედიკამენტებით მთლიანად უზრუნველყო დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა. ოჯახის წევრებს ბუკას მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ამისათვის მას ფინანსური დახმარება კვლავ დასჭირდება. ბუკას სახელზე გახსნილია პირადი ანგარიში. დახმარების მსურველებს შეუძლიათ შემოწირულობა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდშიც განახორციელონ.




ბეჭდვა