მათე ჭანტურია

მათე ჭანტურიას 4 თვის ასაკში ექიმებმა თავის ტვინის დაუზუსტებელი, გაურკვეველი ქცევის სიმსივნე აღმოუჩენის, ახლა ის ერთი წლისაა და ჯერ კიდევ განაგრძობს მკურნალობას თურქეთში, ანკარას ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტე კლინიკაში. მას სხვადასხვა სახის ქიმიოთერაპიის კურსები ჩაუტარდა, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, ნეიროქირურგმა ამ ეტაპზე ქირურგიული ჩარევა საჭიროდ არ ჩათვალა, მიმდინარეობს დაკვირვება. ამისათვის მათე 3 თვეში ერთხელ კვლევებისა და კონსულტაციებისათვის ანკარაში, ჰაჯეტეპეს კლინიკაში უნდა ჩავიდეს. ასევე პერიოდულად ტომოგრაფიულ კვლევებს საქართველოშიც იტარებს. პატარა მათე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და როგორც ექიმები გვპირდებიან, ის მალე სრულად განიკურნება.
საკონტაქტო პირი: დავით ჭანტურია (მამა) – 577263773





ბეჭდვა