მარიამ გუჩმანიძე

მარიამ გუჩმანიძე 2 წლის ასაკში, გეგმიური ვაქცინაციის შემდეგ ავად გახდა. მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით პატარას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ოპერაცია, მარჯვენამხრივი ნეფრექტომია,  რის შემდეგაც მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, მეოთხე სტადიის ნეირობლასტომა , დიაგნოზი გერმანიის ლაბორატორიაში გადამოწმდა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა, გამოვლინდა მეტასტაზირება თავის ქალის ძვლებში, ძვლის ტვინში. სასწრაფოდ დაინიშნა ქიმიოთერაპიის კურსი. მარიამი ახლა 2 წლისაა და 6 კურსი უკვე ჩაუტარდა. საკონტროლო რადიოლოგიური კვლევებით დგინდება დადებითი დინამიკა, ამჯამად დაცვით თერაპიაზე იმყოფება, ყველა საჭირო კვლევას და მედიკამენტებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი აფინანსებს. ავადმყოფობის მიმდინარეობა მკურნალი ექიმის მიერ შეფასებულია როგორც - მწვავე. ის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება და ფონდი სამომავლოდაც გააგრძელებს პატარა ბენეფიციარის მხარდაჭერას.
საკონტაქტო პირი: ომარ გუჩმანიძე (მამა) – 599138636






ბეჭდვა