მარიამ პარასკებაშვილი

მარიამ პარასკებაშვილი იშვიათი ანომალიით დაიბადა - ნაღვლისა და სანაღვლე გზების ატრეზია, 6 თვის პატარას თურქეთში, იზმირის კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექვს თვეში ერთხელ კონსულტაციისათვის ბავშვი მკურნალ ექიმთან თურქეთში დაჰყავდათ და მდგომარეობაც ნორმალური იყო. 2012 წლიდან ოჯახმა ვეღარ შეძლო საკუთარი ხარჯებით მარიამის კონსულტაციებზე გაყვანა და დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. მარიამი ახლობლების დახმარებით კვლავ იზმირის კლინიკაში ჩაიყვანეს,  დაისვა ახალი დიაგნოზი: ემბრიონალური რაბდომიოსარკომა. პატარას ამოკვეთეს ელენთა.იქვე დაიწყეს ქიმიოთერაპია, 2 კურსი ჩაუტარდა და დაბრუნდნენ საქართველოში მედიკამენტოზური მკურნალობის გასაგრძელებლად. ჩამოყვანისთანავე ქიმოთერაპიის ფონზე მარიამის მდგომარეობა დამძიმდა, ოჯახმა დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა, დიმიტრი ცინცაძის ფონდმა მისი მორიგი ვიზიტი იზმირში მთლიანად დააფინანსა. ამ ეტაპზე პატარას მდგომარეობა სტაბილურია.



ბეჭდვა