ბარბარე ავალიანი

ბარბარე ავალიანი 2008 წლიდან ებრძვის სიმსივნეს. ის ახლა 13 წლისაა. დიაგნოზი უცვლელია, ნათხემის მარჯვენა ჰემისფეროს სიმსივნე. ხუთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა თურქეთის აჯიბადემის კლინიკაში. ბარბარეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, პერიოდულად მისი მდგომარეობა მძიმდება და საჭიროებს სასწრაფოდ ტრანსპორტირებას თურქეთში, კონსულტაციაზე მკურნალ ექიმთან. ჩვენი ფონდი სრულად აფინანსებს ბარბარესა და მისი მშობლების მგზავრობის ხარჯებს და ვიზრუნებთ მასზე სრულ გამოჯანმრთელებამდე.
საკონტაქტო პირი: ნიკა (მამა) – 599694020

ბეჭდვა