ლიზი ყაველაშვილი

2013 წლის ივლისში ლიზის დაეწყო მუცლის ტკივილი, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა გამოკვლევა, გადაუღეს ტომოგრაფია, სადაც გამოჩნდა სიმსივნური წარმონაქმნი, ჩაუტარდა ბიოფსია და დაისვა დიაგნოზი – გერმინაციული უჯრედების სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუს სიმსივნე „ტერატომა“, ყვითრის პარკის სიმსივნე. ექიმების გადაწყვეტილებით, წარმონაქმნის დასაპატარავებლად ლიზის ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 6 კურსი.  დაავადება რეგრესს არ განიცდიდა, გადაწყდა ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება, რადგან წარმონაქმნი მჭიდროდ ეკვრის გავის ძვალს, კუდუსუნს, სწორნაწლავს და მისი ამოკვეთა გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა. ჩვენი ფონდის და ოჯახის ახლობლების დახმარებით ლიზის ოპერაცია საზღვარგარეთ დაფინანსდა. ლიზიკოს აგვისტოს თვეში გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ ოპერაციის შემდგომი ეტაპი გართულდა და ნაკერები დაუჩირქდა. ამის ფონზე დაგვიანდა  ქიმიოთერაპიის კურსი. ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ ლიზის ისევ აღმოაჩნდა სიმსივნე 4 სანტიმეტრიანი რეციდივი ნაოპერაციებ ადგილას და 3 წარმონაქმნი დუნდულის მიდამოში, ამის გამო დამატებით დაინიშნა ქიმიოთერაპიის 6 კურსი, რომლის დასრულებისთანავე იგეგმება კვლავ ოპერაცია. ფონდი განაგრძობს პატარა ლიზის თანადგომას მის სრულ გამოჯანმრთლებამდე.
საკონტაქტო პირი: ზვიად (მამა) – 595792794

http://imedi.ge/index.php?pg=shs&id_pr=4105&id=29


ბეჭდვა