დემეტრე ჩიტორელიძე

დემეტრე ჩიტორელიძე 2 წლისაა, გასული წლის მარტიდან მკურნალობს კლინიკა ლაიფმედში, დიაგნოზი - ემბრიონალური რაბდომიოსარკომა. მშობლებმა პატარას მარჯვენა მხრის მიდამოში მცირე წარმონაქმნი შენიშნეს. სასწრაფოდ მიმართეს ექიმს, არასაიმედო პროგნოზის შემდეგ ბიოფსიის ანალიზი გერმანიაშიც გაიგზავნა. მკურნალი ექიმის დანიშნულებით დემეტრეს ქიმიოთერაპიის 8 კურსი ჩაუტარდა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი იმყოფება დაცვით თერაპიაზე. მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს ფონდი აწვდის.
საკონტაქტო პირი: მარეხი (დედა) - 595240074
ბეჭდვა